вторник, 12 июля 2011 г.

ამინდი

პროექტის სახელწოდება: ,,ამინდი“
პროექტის მთავარი იდეა (თემა): შემოდგომის ამინდზე დაკვირვება
პროექტის აქტუალობა: შემოდგომის ამინდზე დაკვირვება; აღრიცხვა ყველა იმ ცვლილებებისა, რაც ბუნებაში ხდება; ადამიანთა ყოფა–საქმიანობისა და ფრინველთა და ცხოველთა ქცევებზე დაკვირვება.
პროექტის მიზნები: სხვადასხვა მეტეოროლოგიური ხელსაწყოების  გამოყენება და ამინდის კალენდრის შექმნა.
მონაწილეთა ასაკი: 7–8 წელი (მე–2–ე კლასი)
ვადები/ხანგრძლივობა:მთელი შემოდგომა, 3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ამინდის კალენდარი, კვირეების, თვეებისა და სეზონისდაკვირვების აღმრიცხველი დღიურები ან   სამუშაო რვეულები; ადამიანის, ფრინველებისა და ცხოველების ყოფა–ცხოვრების დაკვირვების აღმრიცხველი ჩანაწერები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები;  ჰაერის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი,ფლუგერი;
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეთა მომზადება: 1)მასწავლებელთან ერთად ამინდის დამახასიათებელი ნიშნების განხილვა: წვიმიანი, ქარიანი, მზიანი, თოვლიანი .2)ქმნიან ამინდის კალენდარს;                                                                                                                               3)ადგენენ  ამინდის დასაკვირვებელ ცხრილებს დღიურებში ან  სამუშაო რვეულებში;                              4) სამუშაოს უშუალო შესრულება: მოსწავლეები სპეციალური ხელსაწყოებით ზომავენ ჰაერის ტემპერატურას, ადგენენ ქარის მიმართულებას, ღრუბლიანობას, მზიან დღეებს, ნალექებს და მონაცემები შეაქვთ წინასწარ გამზადებულ  დღიურებში ან სამუშაო რვეულებში.   იქვე  აკეთებენ ჩანაწერებს, თუ როგორ ცვლის  ამინდის თანდათანობითი ცვლილება ადამიანთა, ცხოველთა  ფრინველთა ყოფა–ცხოვრებას.                                                                                                 5)დაკვირვების შედეგების დამუშავება: პირველ ეტაპზე კვირის, მოგვიანებით თვის, ან სეზონის ბოლოს მოსწავლეები წარმოადგენენ მათ მიერ შევსებულ მასალას.                                                      6) მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს წარუდგინონ ანგარიში ცხრილების საშუალებით:კვირის (თვის, სეზონის) რომელ დღეს იყო ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ტემპერარურა? კვირაში (თვეში, სეზონში) რამდენი დღე იყო უნალექო( მზიანი) და რამდენი ნალექიანი(წვიმიანი ან თოვლიანი)? კვირაში( თვეში, სეზონში) რამდენ დღეს იყო მოღრუბლულობა და ქროდა ქარი? როგორ იცვლებოდა ამინდი კვირის, თვის, სეზონის განმავლობაში? როგორ იმოქმედა აღნიშნულმა ცვლილებებმა ადამიანთა შრომა–საქმიანობასა და ყოფა–ცხოვრებაზე, ცხოველებისა და ფრინველების ქცევებზე.                                                             ბოლოს მოსწავლეები თავისი დასკვნების შედეგებს შეადარებენ თანაკლასელთა ნამუშევრებს და გამოიტანენ დასკვნებს.           
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი:მათემატიკასთან: იყენებენ ციფრებს, რიცხვებს, აგებენ ცხრილებს; სიტყვებისა და წინადადებების გამოყენებით აწყობენ გამართულ აზრებს; გეოგრაფია: ახდენენ მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენას ამინდის ელემენტებსა და ამინდის ცვალევადობას შორის.
პროექტის ხელმძღვანელი:მასწავლებელი  ქეთინო მიქელაძე.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: mikeladzeketino@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: mikeladzeketino.blogspot.com
: